ენტონი ბლინკენი – ორიენტირებული ვართ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ღრმა დაძაბულობის მომენტში ის ორიენტირებულია უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე.
ბლინკენმა ეს განცხადება დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ინტენსიურად ვართ ორიენტირებული კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებისკენ მიმართულ მუშაობაზე და ეს მართლაც მთავარი აქცენტია 7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონში ჩემი მეოთხე ვიზიტის დროს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აღსანიშნავია, რომ -ის სახელმწიფო მდივანი შაბათ-კვირას იორდანიის ლიდერებსაც შეხვდა. იორდანიის მეფე აბდულა II-მ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ომს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ