არქივი5 იანვარი, 2024, 14:41
ორბელიანის მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს - საშობაო სოფელი სტუმრებს დილიდან მასწპინძლობს
ორბელიანის მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. იმართება ადგილობრივი მეწარმეების ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია კვების ობიექტები, ატრაქციონები.
ზღაპრის გმირები და ელფები თოვლის ბაბუასთან ერთად, სტუმრების საახალწლო განწყობაზე ზრუნავენ.
დღის ბოლოს, კონცერტი გაიმართება. საშობაო სოფელი სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.