ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები იკრიბებიან

საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.
ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდნენ: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და “კოალიცია ცვლილებების” ლიდერები. ასევე, ადგილზე მივიდნენ “ფედერალისტების” წარმომადგენლებიც.
ამ დროისთვის, პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა, რომელიც საგანგებო რეჟიმში­ ჩანიშნა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
როგორც ცნობილია შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.
დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული