სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.
პრეზიდენტი ამ წუთებში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ხვდება.
სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
როგორც მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრა მათი ინიციატივით დაიგეგმა, რადგან ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს შექმნილ სიტუაციაში გამაერთიანებლის როლი აქვს.
„მას შეუძლია ითამაშოს გამაერთიანებლის როლი. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯელობს ჩვენთან ერთად რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები. ის ფიქრობს თავის გეგმებზე. ამჯერად ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა. არის ხოლმე მისი ინიციატივით. ამოცანა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობას დაქსაქსოს საზოგადოება, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ გამთლიანების მცდელობა“,- განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)