არქივი27 ოქტომბერი, 2024, 19:54
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.
სალომე ზურაბიშვილთან უკვე მივიდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილიც.
როგორც ცნობილია, 21:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.