ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა უკვე დასრულდა.
ახლა ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაკეთდება საგანგებო განცხადება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.