ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბანს უნგრეთის ერთ-ერთ ქალაქში საარჩევნო კამპანიის დროს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

ორბანს უნგრეთის ერთ-ერთ ქალაქში საარჩევნო კამპანიის დროს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ქალაქ გიორში საარჩევნო კამპანიის დროს საპროტესტო შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ, რის საპასუხოდაც ორბანმა პროტესტის მონაწილეები უნგრეთის გვერდში დგომის ნაცვლად "უკრაინის ურმის თრევაში" დაადანაშაულა.

"თქვენ უკრაინის ურემს ათრევთ იმის ნაცვლად, რომ უნგრელების გვერდით იდგეთ. გსურთ პროუკრაინული მთავრობა და გინდათ, რომ უნგრეთის ფული უკრაინაში წავიდეს" - მიმართა ორბანმა ადგილზე შეკრებილ მოწინააღმდეგეებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ აღნიშნული ინცინდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ "სინამდვილეში, ვიქტორ ორბანს სურს გააგრძელოს რუსული ნავთობის შეძენა და ამით უნგრეთის ფული მოსკოვში გაგზავნოს".

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.