ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ "მაქსიმალურად გულწრფელად" ესაუბრა უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. ზელენსკი და ორბანი ერთმანეთს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე შეხვდნენ.
"ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად. და ნათელია, რომ ეს ეხება ჩვენს ევროპულ საქმეებს", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 14-15 დეკემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.