ზელენსკი: ორბანს მაქსიმალურად გულახდილად ველაპარაკე

უკრაინის პრეზიდენტმა მ ერთი წინადადებით აღწერა მისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე სთან მოლაპარაკების დაწყებას.
ზელენსკი ორბანს 10 დეკემბერს ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ს ინაუგურაციას დაესწრენენ.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე“, – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში ს არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ორბანმა რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც.
2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, უკრაინასთან დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში მისი მიღების საკითხზე. ევროკომისის რეკომენდაციები ეხება ევროპული ინტეგრაციის გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოს.
ევროკავშირის შემდგომი გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა განიხილონ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე. ამ პაკეტშია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც. უკრაინის საკითხისადმი უნგრეთის უარყოფითმა პოზიციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მთელ პაკეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს