ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ორბანი: უკრაინა ევროკავშირის წევრობისგან სინათლის წელიწადით არის დაშორებული

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 18 ნოემბერს გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისგან უკრაინა სინათლის წელიწადით არის დაშორებული.
გუშინ ვიქტორ ორბანი პარტია "ფიდესის" კონგრესმა 2003 წლიდან მოყოლებული მეთერთმეტედ აირჩია პარტიის პრეზიდენტად. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა დეკემბერში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებს წინააღმდეგობას გაუწევს.
"ჩვენი დავალებაა, შევასწოროთ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების მცდარი დაპირება, რადგან ამ ეტაპზე უკრაინა სინათლის წელიწადით არის დაშორებული ევროკავშირის წევრობისგან", - თქვა ორბანმა.
ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატ ქვეყანას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.
ფონ დერ ლაიენმა ასვე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.