ვიქტორ ორბანი – ევროკავშირისგან სინათლის წლებითაა დაშორებული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით დაპირების გაცემა შეცდომაა და რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის.
მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უახლოეს თვეებში სერიოზული პოლიტიკური ბატალიებია მოსალოდნელი, მათ შორის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით და ასევე „მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინისათვის მიცემული მცდარი დაპირების გამოსწორებასთან“ დაკავშირებით
„უკრაინა ახლა სინათლის წლებითაა დაშორებულია ევროკავშირისგან“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უნგრეთმა არ უნდა დატოვოს ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალოს იგი, რადგან, მისი მტკიცებით, რადიკალური ცვლილებების გარეშე ევროკავშირი უბრალოდ დაიშლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას