ორბანი: რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინის ერთბაშად დამარცხებისთვის, მათ ეს უკვე გაკეთებული ექნებოდათ

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ძალიან მცირე შანსია, , რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო. ამის შესახებ ორბანი საზოგადოებრივ რადიოს ესაუბრა.

“რუს სამხედროებს სერიოზული და რთული ბრძოლა აქვთ უკრაინელებთან. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინის ერთბაშად დამარცხებისთვის, მათ ეს უკვე გაკეთებული ექნებოდათ”. – თქვა ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერის თქმით, NATO-ს სამხედრო შესაძლებლობები უკრაინის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ან რომელიმე სხვა ქვეყანა ალიანსს თავს დაესხას.

“არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო, ამის შანსები ძალიან მცირეა”. – თქვა ორბანმა.

ორბანის შეფასებით, რუსულ საფრთხეზე საუბარი საუბარი, უკრაინაში მიმდინარე ომში დასავლეთის კიდევ უფრო ღრმად ჩართვის პრელუდიაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია – ვითხოვთ რადიოსადგურის ჩანაწერების გასაჯაროებას, სადაც ყველა დეტალს შეიძლება მოეფინოს ნათელი, ასევე, მოხსნან „გრიფი“ მასალებს

ვიკა ფილფანი – სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელსაც ხელისუფლება ვერ ასრულებს – მე მგონი, პაპუაშვილს ყველა მათნაირი ჰგონია, მათნაირი გამყალბებელი