ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი... ერთი საკითხი უნდა დავაზუსტოთ: რაზე?" | ორბანი ზელენსკისთან შეხვედრაზე

"ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი საკითხი უნდა დავაზუსტოთ: რაზე?", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრი, პუტინის მეგობარი ვიქტორ ორბანი საუბრობს და მხარეების შეხვედრის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ეხმაურება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ მას უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის ორგანიზება სურს, მიუხედავად იმისა, რომ კიევისადმი მისი პოლიტიკა არც ისე მეგობრულია.

მისი თქმით, უკრაინა გარკვეულ კითხვებზე პასუხებს ეძებს და ამისთვის უნგრულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.