ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდიც გადაკეტეს, რის შემდეგაც მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მშრალი ხიდიც გადაკეტეს, რის შემდეგაც მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ

მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მშრალი ხიდი გადაკეტეს.
ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს.
ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მშრალი ხიდიდან მარჯანიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლებენ.
“უნდა ვიმოქმედოთ სისტემურად. ყველა უბანი უნდა მოვიაროთ. საქართველოს გადარჩენის ფორმულა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. დღეს არის ისტორიის გარდამტეხი მომენტი, როდესაც პოსტსაბჭოთა მენტალობა უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ხაზარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.