ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლთან მივიდნენ - მოქალაქეები იმყოფებიან ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც

ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლთან მივიდნენ - მოქალაქეები იმყოფებიან ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც

ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მივიდნენ. ცალმხრივად არის გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. ასევე, მომიტინგეები იმყოფებიან ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ისმის შეძახილები: „საქართველო“.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.