ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე დაგეგმილ აქციას მსვლელობით უერთდებიან

ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე დაგეგმილ აქციას მსვლელობით უერთდებიან

მოქალაქეები, სხვადასხვა ლოკაციიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“.
აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ, "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოს" და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ.
ამასთან, ამ წუთებში მსვლელობას მართავენ, სტუდენტებიც, რომლებიც შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.
როგორც ცნობილია, დაანონსებულ აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.