“აქ დგომა დღეს უფრო მეტია, ვიდრე აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია” – ლექტორები აქციას უერთდებიან

საპროტესტო აქციას პროფესორებიც უერთდებიან – ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ამავე უნივერსიტეტის ლექტორიც დგას.
ასოცირებული პროფესორი “პირველებთან” ამბობს:
“პროფესორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის. ჩვენი საქმე არის სწავლება, ახალგაზრდა თაობის აღზრდა, მაგრამ ჩემი აზრით, აქ დგომა დღეს უფრო მეტია, ვიდრე ყველა აუდიტორიაში ჩატარებული ლექცია. ამიტომაც მოვედით. უკვე აღარ შეიძლება ამის მოთმენა. წავიდა ჩვენი ცხოვრება და წავა ჩვენი შვილების ცხოვრება ამასობაში, სიყალბეში. არ გვინდა, რომ ეს მოვითმინოთ მეტი. არ გვინდა, რომ ძაღლს “საბაკა ერქვას”. უნდა დამთავრდეს ეს დრო”, – ამბობს პროფესორი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”