ოპოზიციის განცხადება ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება… ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი ბევრად უფრო დიდ, დიად ეროვნულ მიზნებზე გააკეთა – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უფრო დიდ ეროვნულ მიზნებს ემსახურება, ვიდრე ეს “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებაა. მისივე შეფასებით, ოპოზიციის მცდელობა, ივანიშვილის დაბრუნება სწორედ არჩევნებში გამარჯვებას დაუკავშირონ, “სასაცილოდ და სასოწარკვეთილად” გამოიყურება.
“ოპოზიციის ეს განცხადება ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება. გასაგებია მათი მდგომარეობა, მე მესმის, რა მდგომარეობაში არიან. აბსოლუტურად განადგურებულები არიან, რაც ყველამ კარგად ვიცით და მათი ეს განცხადებაც გასაგებია. სასაცილოა, რა თქმა უნდა.
ბევრად უფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში, ბევრად უფრო დიდ, დიად ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, “ქართული ოცნება” ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს, კიდევ უფრო მეტად სტაბილურს და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს.
რაც შეეხება ოპოზიციას – მოისმინეთ ალბათ თავად ბატონი ბიძინას შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს აღარ არსებობს, პრაქტიკულად, განადგურებულია. არ ისმის ოპოზიციის არცერთი ნორმალური საღი კრიტიკა. “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება. ჩვენი პრეტენზია, ჩვენი მიზანი არის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას,” – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული