ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიცია სასაცილო და სავალალო მდგომარეობაშია. არ იცის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას როგორ უმტროს – ბექა ოდიშარია

მოლოდინი რა თქმა უნდა პოზიტიურია. ამას ყველა ლიდერის განცხადება ცხადყოფს, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც ახლა ორბანს მიადგა, გარკვეული დისკუსია რომელიც ახლა არის უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით, სრულიად გამიჯნულია საქართველოს ევროპული პერსპექტივისგან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებისგან. შესაბამისად ოპოზიცია სასაცილო და სავალალო მდგომარეობაშია. არ იცის ამ ჩვენს პერსპექტივას როგორ უმტროს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.