ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სრული ფიასკოსთვის არის განწირული, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს

ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში სრული ფიასკოსთვის არის განწირული, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს
ოპოზიცია განადგურდა გარე ძალების ხელით, საბოლოო ჯამში, გარედან იწერება სცენარები, გარეთ ვინც წერს კონკრეტულ სცენარებს, მათ არ აქვთ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, გარე ძალებმა პრაქტიკულად თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრულიად სხვა მიზანი – ოპოზიცია მოეყვანათ ხელისუფლებაში.
„არის სრული ქაოსი და რა თქმა უნდა, ეს ასე წარიმართება მომავალშიც და ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული. ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს. საბოლოო ჯამში ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისითაც სუსტდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქტიურად განვაგრძოთ ზრუნვა ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
ვიდრე კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რჩება ოფიციალურ პოლიტიკაში, მანამდე ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს, აგენტურა არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური სისტემა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეუქცევადად განვითარდეს დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მომავალში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია