ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - გვაქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში იმაზე მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ - ოპოზიცია განწირულია მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში

ირაკლი კობახიძე - გვაქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში იმაზე მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ - ოპოზიცია განწირულია მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული, „ქართული ოცნების“ მოსალოდნელ გამარჯვებაზე კი კვლევები მეტყველებს.
„ჩვენთვის გარკვეულწილად შეიძლება საინტერესო იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდნენ. გვაქვს ამბიცია, რომ იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც შეგვიძლია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს, რის თანახმადაც, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც, ოპოზიცია არის განწირული მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.