ოპოზიცია ამოფარებულია ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგზე, ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს

ოპოზიცია ამოფარებულია ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგზე, ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს
მომავალ კვირაში იქნება საკომიტეტო მოსმენა და შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე გავა. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, როგორც აქამდე, არანაირ რეალურ დისკუსიაში არ შემოვა მარტივი მიზეზის გამო, ამ არანაირი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგო არ გააჩნიათ, – განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საუბრისას.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ მოგვიწევს გავლა მუხლობრივად, პუნქტობრივად და თუკი ვინმეს იმავე არასამთავრობო სექტორიდან გაუჩნდება რაიმე არგუმენტი ან რაიმე აზრი ამ კანონთან დაკავშირებით გამოსახატი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მათ გულმოდგინედ მოვუსმინოთ. ოპოზიცია სამწუხაროდ დღეს არის ამოფარებული ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგზე, ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით