ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ისევ უკან მოუწევს კანონის წაღება, როგორც გასულ წელს - მთავრობის არაადეკვატურობა და შეუსაბამობა ახალგაზრდების მოთხოვნებთან თანდათან უფრო ცხადი ხდება

„ქართულ ოცნებას" ისევ უკან მოუწევს ამ კანონის წაღება, როგორც გასულ წელს, თუ უფრო უარესი არა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსს“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განუცხადა.
ხვიჩიამ საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული მიმდინარე აქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობის არაადეკვატურობა ახალგაზრდების მოთხოვნებთან თანდათან უფრო ცხადი ხდება.
„ახალგაზრდებმა სწორად დააიდენტიფიცირეს მოწინააღმდეგე, რომ დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ სვლაში ხელს თურმე მთავრობა უშლის. მგონია, რომ საქართველოს მთავრობის იდენტიფიცირება და მისი შეუსაბამობა და არაადეკვატურობა ახალგაზრდობის მოთხოვნებთან თანდათან უფრო ცხადი გახდება. „ქართულ ოცნებას" ისევ უკან მოუწევს ამ კანონის წაღება, როგორც გასულ წელს, თუ უფრო უარესი არა", - განაცხადა ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.