ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციას მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, რომ მუდმივად დისკრედიტაციის სტრატეგია განავითაროს - გია ვოლსკი

"ოპოზიციას მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, რომ მუდმივად დისკრედიტაციის სტრატეგია განავითაროს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთა გადაწყვეტილებითაც, მთავრობის ახალ მეთაურს მხარს არ დაუჭერენ.
ვოლსკის თქმით, ირაკლი კობახიძე თავის საქმის პროფესიონალია და ის დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს.
"ოპოზიციას მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, რომ მუდმივად დისკრედიტაციის სტრატეგია განავითაროს. ირაკლი კობახიძეს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც მაღალი დონის პროფესიონალს. საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის კარგად მცოდნე, პროფესიონალი და ენერგიული ადამიანი, ვინც კარგად წარუძღვება დაკისრებულ მოვალეობებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.