ოპოზიციას ვურჩევდი, დროზე იზრუნონ სხვებთან გაერთიანებაზე, მერე ჩვენ არ დაგვაბრალონ, პარლამენტს გარეთ რომ დარჩებიან –

5-ის ნაცვლად 2% – ოპოზიციის ნაწილი კვლავ საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს. “ქართულ ოცნებაში” ღიად ამბობენ, რომ ბარიერი არ შეიცვლება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. უმრავლესობა ოპოზიციას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“5%-იანი ბარიერი ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სტაბილიზატორზე უარი არ უნდა ვთქვათ, რადგანაც დემოკრატიული პროცესების სტაბილურად განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ კლუბებს, ისინი პერიოდულად აკეთებენ ხოლმე განცხადებებს ბარიერთან დაკავშირებით. მათ ვურჩევდი, ან იზრუნონ და ხალხი დაარწმუნონ საკუთარ მხარდაჭერაში და სცადონ 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ასევე დროზე იზრუნონ სხვებთან გაერთიანებაზე, მერე ჩვენ არ დაგვაბრალონ პარლამენტს გარეთ რომ დარჩებიან,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება