აკაკი ბობოხიძე – „შუა გაიკრიფოს“ და „შუა შეიკრიბოს“ არასწორია, „შუა უნდა გაძლიერდეს“ – დღეს რატომ გვაქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა? – იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არაა ივანიშვილის გასაშვებად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას

დღეს რატომ არის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა გვაქვს? – იმიტომ, რომ ჯერ საზოგადოების საკმარისად დიდი ნაწილი მზად არ არის ს გასაშვებად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას – შუა კი არ უნდა შევკრიბოთ, ან გავკრიფოთ, ისე უნდა მოვიქცეთ და გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ საზოგადოების, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2003 წელს 7%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონდა პარტიებს, იმიტომ, რომ პარტიები ძლიერი იყო.
ასევე, აკაკი ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ვარდების რევოლუციის“ აღნიშვნას გამოეხმაურა და განმარტა, რომ „დღევანდელ „ნაციონალური მოძრაობას“, სამწუხაროდ, „ვარდების რევოლუციის“ იდეებთან სინამდვილეში საერთო არაფერი არ აქვს“.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის თუ არა თავხედობა ამ დღის აღნიშვნა, აბსოლუტურად არ მესმის საერთოდ, როგორ შეიძლება რაიმეს აღნიშვნა, თუ ის თარიღი იმსახურებს ყურადღებას და ის თარიღი შეიძლება იყოს საზეიმო, რა შუაშია თავხედობასთან მისი აღნიშვნა. პრობლემა, მე ის მგონია, რომ როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს დააკნინოს „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობა ქვეყნისთვის, რადგანაც გადამწყვეტი როლი თავის დროზე იმჟამინდელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა „ში“. ასევე მინდა ვთქვა, რომ „ვარდების რევოლუცია“ რასთანაც ასოცირდება – რეფორმებთან, ცვლილებებთან, სახელმწიფო მოწყობასთან, წინსვლასთან, დღევანდელ „ნაციონალური მოძრაობას“, სამწუხაროდ, „ვარდების რევოლუციის“ იდეებთან სინამდვილეში საერთო არაფერი არ აქვს. მხოლოდ სახელიდან გამომდინარე ასე ვთქვათ, იჩემებს მემკვიდრეობას „ვარდების რევოლუციაზე“. მინდა გითხრათ, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს ხელისუფლების ცვლილება მოახდინა სხვადასხვა განწყობების და სურვილების მქონე ადამიანებმა.
ძველი ფუნდამენტი, ანუ ფუნდამენტი, რომელმაც რეფორმები განაპირობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობს, არც ამის შინაგანი რესურსი არსებობს და არც სურვილი. ასე რომ, სამწუხაროდ, მე „ნაციონალური მოძრაობისგან“ რამე რეფორმებს არ ველოდები, ხელისუფლების ცვლილებისთვის ბრძოლას ველოდები, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნამდვილად არის ხელისუფლების შეცვლის სურვილით განმსჭვალული ორგანიზაცია“, – განაცხადა ბობოხიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვება უნდა შეძლოს.
„შუა გაიკრიფოს“ და „შუა შეიკრიბოს“ არასწორია, „შუა უნდა გაძლიერდეს“. „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს 30%-ს, ჩვენ 5-6 პოლიტიკური ძალა პირობითად ვიღებთ 2-2%-ს, ეს ექვსი 2%-იანი პარტია შეიკრიბება და 12%-ს მიიღებს. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის, რომ არ არის ჯერ საზოგადოება მომზადებული, იმიტომაა, რომ გვიჭირს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. 2003 წელს 7%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჰქონდა პარტიებს, იმიტომ, რომ პარტიები ძლიერი იყო. პარტიები რატომ იყო ძლიერი? -იმიტომ, რომ საზოგადოების 70%-ი მზად იყო უკვე შევარდნაძის გასაშვებად. როცა 70% მზად არის მხარი დაუჭიროს ოპოზიციას ძველის გასაშვებად, ეს 70% ნაწილდება შემდეგ მეტად ან ნაკლებად, იმ მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე. როცა 70% დგას 5 თუ 6 პოლიტიკური ორგანიზაციის უკან, 5%-იანი კი არა, 7%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი არ აღმოაჩნდა პარტიებს მაშინ. დღეს რატომ არის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა გვაქვს?- იმიტომ, რომ ჯერ საზოგადოების საკმარისად დიდი ნაწილი მზად არ არის ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად მხარი დაუჭიროს ოპოზიციას. შუა კი არ უნდა შევკრიბოთ, ან გავკრიფოთ, ისე უნდა მოვიქცეთ და გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ საზოგადოების“, – აღნიშნა ბობოხიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს