არქივი27 ივნისი 2025, 04:53
“ონისესთან საკანში რევაზ კიკნაძეა, ადამიანი, რომელიც დღეს მისი მეგობარი, ოჯახის წევრი და ჭირის გამზიარებელიცაა” – თორნიკე მიგინეიშვილი

მთელი დღის შემდეგ საღამოც რთული აღმოჩნდა.
ონისეს და მისი ოჯახის ტრაგედია მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ონისესთან საკანში რევაზ კიკნაძეა. ადამიანი, რომელიც დღეს მისი მეგობარი, ოჯახის წევრი და ჭირის გამზიარებელიცაა. კარგია რომ სრულიად მარტო არ ხვდება ამ ამბავს.
უსამართლობასთან მებრძოლი ცხადაძეების ოჯახის წევრის დაკარგვა ყველასთვის მძიმეა. ვწუხვართ, ბიჭებო, ონისე, სანდრო. თქვენი გამბედაობითა და სიმართლით მამა იქნება ყოველთვის ამაყი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.