ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი

ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება დღეს თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი
ჩვენ მოვისმინეთ დღეს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით თუ რა შედეგებს მიაღწია კახა კალაძემ მისი მერობის პერიოდში და მართლაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქი,' – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა ის საკითხები, რაზეც საუბარი იყო, ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით, ყველა ეს საკითხი არის ის, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი ევროპა. მისი თქმით, სამწუხაროდ ამის საპირისპიროდ, ვხედავთ როგორ ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟს, მათ შორის, ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანებ. ,,ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის ადამიანი, რომლის დროსაც მთელი თაობა ჩაირეცხა და ჩვენ ვამბობთ, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის მშობლების თაობის პატივისცემა, ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა და იმის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთი შრომა შეალიეს ქვეყანას, სათანადოდ იყვნენ დაფასებული.
ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ის სააკაშვილი, რომლის დროსაც ფასიანი იყო , როდესაც ადამიანებს ბანკის სესხების აღება უწევდათ, რათა ელემენტარული სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. ჩვენ ბრიუსელს ვეუბნებით, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო . არის ის პროგრამები, რომელიც თბილისს დამატებით აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, როდესაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სარგებლობს და ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფასთან ერთად, მოსახლეობის ჯანდაცვაზე, გარდა ამისა, მათ შორის ცხოვრების ასაკის ზრდაზეც ახდენს შესაბამის გავლენას. ბრიუსელი გვეუბნება, რომ სააკაშვილი არის ევროპა, ადამიანი, რომლის დროსაც ბაღები გახდა ფასიანი. ჩვენ ვეუბნებით ბრიუსელს, რომ ჭეშმარიტი ევროპა არის უფასო ბაღები, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, მცირეწლოვანი შვილები მიიყვანონ სათანადო სტანდარტის ბაღებში და თავად ჰქონდეთ სამსახური. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, სხვაობა ბრიუსელის მხრიდან დანახულ ევროპასა და ჭეშმარიტ ევროპას შორის. აქ არის ზუსტად ის კონფლიქტი, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოშვა ბრიუსელმა, რომ სააკაშვილი, რადიკალიზმი და მისი მიდგომები არის ევროპა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს