ომი ახლო აღმოსავლეთში – ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროებსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტი ანკლავის ინდონეზიურ საავადმყოფოსთან გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროებსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტი, “ალ-შიფას” ჰოსპიტალის შემდეგ ანკლავის ინდონეზიურ საავადმყოფოსთან გრძელდება.

“ჰამასის” მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ჭურვი ინდონეზიურ საავადმყოფოს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა 12 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალები კი ამბობენ, რომ ჰოსპიტლის მიმართულებით ჭურვები არ უსვრიათ და არ დაურღვევიათ საერთაშორისო სამართალი. ოფიციალური ისრაელის მტკიცებით, ტერორისტებმა თავად გახსნეს ცეცხლი ისრაელის ძალების მიმართ ინდონეზიური საავადმყოფოდან, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაგირება.

პალესტინის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელი ღაზის ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირატს დაესხა თავს, რა დროსაც დაიღუპა 17 ადამიანი.

იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ არაბაში დარბევის შედეგად კი არიან დაშავებულები.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ კრიზისს ანკლავში ვითარება კვლავ რთულადაა. ისევ დეფიციტია როგორც საკვების და პირველადი საჭიროების პროდუქტების, ასევე მედიკამენტებისა და საწვავის.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში