ომის 696 დღე და ვითარება ფრონტის ხაზზე – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ომის ახალ ფაზაში გადავიდა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ომის ახალ ფაზაში გადავიდა. ცდილობს პოზიციების გამყარებას და აქტიურად უტევს უკრაინელებს ფრონტის ხაზზე. უკრაინის ჯარის ამოცანა ახლა ოკუპანტთა სახმელეთო და საარტილერიო შეტევების მოგერიებაა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 119 სამხედრო შეტაკება მოხდა, რუსეთის მხრიდან განხორციელდა 1 სარაკეტო და 23 საჰაერო თავდასხმა. ჭურვებით დაიბომბა 110-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ყოველდღე უფრო მძიმე შედეგებს იღებს მზარდი რუსული აგრესიის ფონზე.
უკრაინაში არსებული სამხედრო და ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ართულებს და აჭიანურებს ომს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ფრანგულ გაზეთ Le Figaro-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ბრძოლის შეწყვეტა გამოსავალი არ არის. მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ გაჩერდებიან, მანამ, სანამ ომს არ მოიგებენ და საკუთარ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ.
ამერიკაში არჩევნები გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სავარაუდო სცენარზე. ამის ფონზე ცნობილი ხდება, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას დროებით ბლოკავს. მიზეზად შტატების პრეზიდენტი საკუთარი სასაზღვრო პოლიტიკის მოგვარებას ასახელებს. როგორც შტატების მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი ირწმუნება, მას უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება 24 საათში შეუძლია. ყოფილ პრეზიდენტს კი მ უპასუხა და ის კიევში მიიწვია.
საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მიმდინარე ცვლილებები უარყოფითად აისახა უკრაინაზე. რთულია პროგნოზი, თუ როდის და როგორ დამთავრდება ომი. ამერიკული და სხვა დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიც არ ელოდებიან, რომ რომელიმე მხარე მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.
ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ