ომბუდსმენი: ვგმობ გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს, სწრაფად ჩაატარეთ გამოძიება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ისინი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს გმობს და საგამოძიებო სამსახურებს ყველა შესაბამისი პროცესის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
"გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული", - წერია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.