ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას გახარიასა და ქორიძეზე – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარს გმობს.
„ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად უტევს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ვიმოქმედებთ. ქართველი ხალხს არ შეშინდება“, – წერს X-ზე ჯო უილსონი.
„ქართული ოცნების“ წევრები გიორგი გახარიას თავს დაესახნენ გასულ ღამეს, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გახარიას თანაგუნდელი ნათია მეზვრიშვილი წერს, რომ თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში იკვეთება მტკიცებულებების განადგურების მცდელობა.
„ოცნების“ ეს წევრები, გახარიაზე თავდასხმამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამავე სასტუმროს ლობიში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია კი გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება