არქივი21 სექტემბერი, 2025, 23:29
ომარ ფურცელაძე: გამოცდილება აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული მედიების კამპანიები ნიადაგის მომზადებაა შსს-ს მოქმედებისთვის. ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა

ადვოკატი ომარ ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გამოცდილება აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული მედიების კამპანიები ნიადაგის მომზადებაა შსს-ს მოქმედებისთვის. ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა.
თხოვნა იყოს ეს და გაფრთხილება: შეიძლება წვეთი აკლდეს იმ ოკეანეს, რომელიც წაგლეკავთ და ნუ გარისკავს ნურავინ. ლევან ჯობავა, კარგი კაცი ხარ!“.
ლევან ჯობავა გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ხვალ ბრუნდება საქართველოში და დანებებას არ აპირებს.
მოქალაქეები აპირებენ, რომ მხარდაჭერის ნიშნად ჯობავას ხვალ აეროპორტში დახვდნენ.
ჯობავას ადვოკატი, მარიამ ჯიქია ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, თუმცა ის ვარაუდობს, რომ ეს საქმე „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება“. მისი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის მუხლითაც.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.