მედია: ოცნების პროპაგანდისტული xnews-ის რედაქტორი ნინო ჯღარკავა VS ოცნების პროპაგანდისტული ექსკლუზივნიუსის რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი

🔻 ოცნების პროპაგანდისტული xnews-ის რედაქტორი ნინო ჯღარკავა VS ოცნების პროპაგანდისტული ექსკლუზივნიუსის რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი:
🔴 “ფარისეველ მორალისტებს მინდა მივმართო, ქარაგმულ პოსტებს რომ მიძღვნიან, სახელს და გვარს რომ არ ასახელებენ… თქვენი მეგობარი რომეო მიქაუტაძე რომ დაიჭირეს, თქვენი ბღავილი და მხარდაჭერა არ მინახავს, თქვენი მეგობარი ჯუანშერ ბურჭულაძე რომ დაიჭირეს, არც მაშინ ამოგიღიათ ხმა… მილიონები თქვენ იშოვნეთ და ნინო ჯღარკავას თხოვთ პასუხს საფლავში ჩაგყვეთ?” | დაწერა ოცნების პროპაგანდისტული
xnews-ის რედაქტორმა ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში.
🔴 რამდენიმე საათში კი პოსტი გამოაქვეყნა ოცნების კიდევ ერთი პროპაგანდისტული ონლაინსააგენტოს რედაქტორმა, დარეჯან ლიპარტელიანმა: “ბინას რომ გაჩუქებს “ერთგულებისთვის” ადამიანი მისი კეთილი გულით და მერე ღალატისთვის უკან წაგართმევს, კი არის მაგარი სირცხვილი ხო? უკეთესი წარმოდგენა კი მქონდა შენზე და სინამდვილეში, მთლად თავცარიელი და უჭკუო კი ყოფილხარ… ირაკლი ღარიბაშვილსაც და ირაკლი კობახიძესაც, თავაწეული და თამამად მივესალმები, რადგან არასდროს, არც მათთვის, არც საქმისთვის და არც ქვეყნის ინტერესებისთვის მიღალატია” | დაწერა ლიპარტელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)