ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის წინ, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანია SNCF-ი ავრცელებს.
„ეს ფართომასშტაბიანი თავდასხმაა, რომელიც მიზნად ქსელის პარალიზებას ისახავს. ღამით, SNCF რამდენიმე წინასწარგანზრახული თავდასხმის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადეს კომპანიაში.
საფრანგეთის ეროვნული რკინიგზის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს და დაზიანებულ ხაზებზე მოძრაობა შეფერხდა.
კომპანიის განცხადებით, ბევრი რეისი გაუქმდება და შექმნილი სიტუაცია შაბათ-კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, იქამდე, სანამ სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.