ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი - საფრანგეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ორშაბათიდან დაუბრუნდება

საფრანგეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ორშაბათიდან დაუბრუნდება, - ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, პატრის ვერგრიეტმა განაცხადა.
საფრანგეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიაში განაცხადეს, რომ პარასკევს შეფერხებების გამო 250 000 მგზავრი დაზარალდა.
შეგახსენებთ, გუშინ, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის, SNCF-ის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.
SNCF-ის ხელმძღვანელმა, ჟან-პიერ ფარანდუმ განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.