ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლივერ ვარჰეი - ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას

ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას.
მისი თქმით, ისინი დგანან ქართველ ხალხთან ერთად.
“ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ ამ საკანონმდებლო ინიციატივას.
ქართველ ხალხთან და მათი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საბაზისო უფლებების და კანონის უზენაესობის არჩევანთან და თავიანთი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის არჩევანთან ერთად ვდგავართ”, - წერს სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.