არქივი19 აპრილი, 2024, 07:20
ოლეშჩუკი: რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გავანადგურეთ
უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, 19 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშის ფონზე, უკრაინამ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა.
"პირველად [უკრაინის] საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფმა, უკრაინის თავდაცვის დაზვერვასთან თანამშრომლობით, შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22 გაანადგურა, რომელსაც Х-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადააქვს, რასაც რუსი ტერორისტები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე თავდასასხმელად იყენებს". - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა Telegram არხზე.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.