უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა პირველად გაანადგურეს ტუ-22მ3 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტებით Х-22-ით აღჭურვილი რუსული ბომბდამშენი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს.
დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.