ოლექსი დანილოვი - ნატო-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს
უკრაინა და ნატო-ს ქვეყნები იარაღს ერთობლივად უკვე აწარმოებენ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„ნატო-ს ქვეყნებთან იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს. სხვა საქმეა, რომ წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, მაგრამ ეს არის ტექნიკური პროცესები, რომელსაც ამუშავებენ შესაბამისი ინსტიტუტები და შესაბამისი ხალხი", - განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, დღეს უკრაინა აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც ნატო-ში არსებობს.
„განვითარებები, რაც ქვეყანაში გვაქვს, აოცებს ჩვენს პარტნიორებს და აოცებს მათ არაერთხელ. არის პროდუქტები, რომლებიც უმაღლეს დონეზეა გლობალური სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით“, - აღნიშნა დანილოვმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.