ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს" | დანილოვი

უკრაინისა და NATO-ს მიერ იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში გააკეთა.
"იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს. სხვა საკითხია, რომ ეს წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, თუმცა ეს ტექნიკური პროცესია, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუტები და ადამიანები ამუშავებენ", - თქვა დანილოვმა ეთერში.
მისივე თქმით, დღეს უკრაინა შეესაბამება იმ სტანდარტებს რაც NATO-ში არსებობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და აშშ-მ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შეიარაღების საერთო წარმოების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.