ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დანიშნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი მუშაობას დიპლომატიური მიმართულებით გააგრძელებს.
„უფრო კონკრეტულად, მე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი ქვეყნის ელჩის თანამდებობაზე დავამტკიცე. იგი უკრაინისთვის სამომავლო მუშაობის მსგავსი ხედვის შესახებ მესაუბრა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი 26 მარტს გაათავისუფლა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.