დანილოვი, შესაძლოა, მოლდოვაში ელჩად დაინიშნოს – მედია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი შესაძლოა, მოლდოვაში ელჩად დაინიშნოს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“Ukrayinska Pravda” წერს, რომ დანილოვს დიპლომატიური მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოდან გათავისუფლებისთანავე შესთავაზეს და ახლა ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 26 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა და მის მაგივრად ოლექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?