ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლექსანდრ შულგა: უკრაინა ყოველთვის მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის

უკრაინასა და საქართველოს შორის ბევრი პრობლემური საკითხია და ეს ყველასთვის ცნობილია. თუმცა უკრაინა ყოველთვის მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიწვევთ ქართველ პარტნიორებს სამთავრობო, უმაღლეს დონეებზე დიალოგისთვის, რომლებსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ატარებენ. ჩვენ მოვიწვიეთ ბატონი შალვა პაპუაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე. ასევე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მადლობას ვუხდი თავისი პოზიციისთვის.
ქართული მხარე, ცხადია, მხარს უჭერს ე.წ. მშვიდობის ფორმულას, რაც ბატონმა დარჩიაშვილმა არაერთხელ განაცხადა. მადლობელი ვიქნებით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ნებართვას იმ ღონისძიებებში დასწრებაზე, რომელსაც უკრაინული მხარე ჩაატარებს და ასევე მადლობელი ვიქნებით, თუ საქართველოს მთავრობაც მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა დონეზე გამართულ დიალოგებში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.