ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკეთებს. მისი განცხადებით, უკრაინა თავისი პირობებით გაიმარჯვებს და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.
„დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს. ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ: ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს: სამართლიანი. ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.