ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩადის

ოლაფ შოლცი ჩინეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელი, შტეფენ ჰებეშტრაიტი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიან ვიზიტს 14 აპრილს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც იგი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება და მასთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხს განიხილავს.
„ვფიქრობ, ჩინეთს რუსეთზე გავლენა აქვს და ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა ამ გავლენის გამოყენება შეძლოს“, - განაცხადა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.
ოლაფ შოლცი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ლი ციანსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 16 აპრილს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.