არქივი14 აპრილი, 2024, 07:53
ოლაფ შოლცი - ირანის თავდასხმა გაუმართლებელი, უაღრესად უპასუხისმგებლოა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის - გერმანია ისრაელის გვერდითაა
ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა, რომელიც ირანმა წუხელ განახორციელა, გაუმართლებელი და უაღრესად უპასუხისმგებლოა, - ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევას.
„ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, - წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.