ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი: მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი სახელმწიფოს მეთაური არ არსებობს, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს

ქვეყნებს, რომლებიც ინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან, ასევე ეჭვი აქვთ უკრაინაში ომის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი სახელმწიფოს მეთაური არ არსებობს, რომელსაც სჯერა, რომ ამ ომს რუსეთისთვის აზრი აქვს“, - აცხადებს შოლცი.

გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა ღიად დააფიქსირა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დიპლომატიურ პროცესებში, რაც უკრაინაში ომის დასრულებას დაეხმარებოდა.

გარდა ამისა, შოლცის თქმით, პეკინმა დადებითად შეაფასა შვეიცარიაში ივნისის შუა რიცხვებში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი უკრაინის შესახებ.

ჩინეთში ვიზიტის დროს შოლცმა მოუწოდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, გავლენა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.