ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი - ვიქტორ ორბანი პუტინს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს, საგარეო პოლიტიკაში ევროპულ საბჭოს შარლ მიშელი წარმოადგენს

ვიქტორ ორბანი პუტინს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს, საგარეო პოლიტიკაში ევროპულ საბჭოს შარლ მიშელი წარმოადგენს, - ასე ეხმაურება „ტვიტერის“ პირად გვერდზე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორბანის რუსეთში ვიზიტს.
„ვიქტორ ორბანი პუტინს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობს. საგარეო პოლიტიკაში, ევროპულ საბჭოს შარლ მიშელი წარმოადგენს. ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია: რუსეთის აგრესიულ ომს ვგმობთ. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - წერს შოლცი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.