ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი სი ძინპინს - ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს პეკინში შეხვდა, - ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას უნგრეთის მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტთან დაკავშირებით. უნგრელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობის მოწოდებით გამოდის”, - აღნიშნა ორბანმა შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად“.
შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი პეკინში დღეს ჩავიდა. რამდენიმე დღის ადრე კი ის უკრაინასა და რუსეთს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.